აზიზკენდის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ 
02-11-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე, ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის და გაწეული შრომისთვის დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ყურადღების მიღმა, არც დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე დარჩენილა, მოსწავლეებმა - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება, მოღვაწეობა გაიხსენეს და მის ფასადაუდებელ შემოქმედებაზე ისაუბრეს. 

ღონისძიება მეტად ემოციური გახადა მოსწავლეთა  მუსიკალურმა ნომრებმა და მასწავლებლების მიმართ, მადლიერების გამოსახატად წარმოთქმულმა ლექსებმა, რომლებიც საყვარელ მასწავლებლებს მიუძღვნეს. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ, სრულიად საქართველოს ყველა მასწავლებელს მიულოცა ეს დღე და მათ ულევი წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203