ბეჟანოს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო ჩატარდა
02-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა. 

საღამოს, მეცხრე კლასის მოსწავლეები უძღვებოდნენ, მათ სასკოლო საზოგადოებას, ქართულსა და სომხურ ენებზე, მხატვრულად წაკითხული ლექსები და მასწავლებლებზე გამონათქვამი შესთავაზეს. 

აღსანისნავია, რომ მოსწავლეებმა, ასევე შექმნეს გაზეთი - „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“, - რითიც კიდევ ერთხელ, დიდი მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართა და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელოვან როლს. 

ღონისძიებას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - თამილა კობი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203