ბათუმის N8 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
02-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს. 

„1840 წელს დაიბადა იაკობ გოგებაშვილი - კაცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართული ერის განათლებას მიუძღვნა“, -  ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება, რომელმაც დიდი საზოგადო მოღვაწე და მისი ფასდაუდებელი შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლა. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ - ნატალია აბუსერიძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას ინფორმაციული და შემოქმედებითი საღამო მოუწყვეს. 

მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად, ისაუბრეს იაკობის ბიოგრაფიაზე, ღვაწლსა და შემოქმედებაზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203