ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა ფერეიდნელ ბავშვებს წერილები მისწერეს და საჩუქარად ქართული წიგნები გაუგზავნეს
02-11-2023
ქართულ-ევროპული სკოლაში - „ორნატი“, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული ღონისძიებები თუ აქტივობები იმართება. 

ამჯერად კი, მე-3 კლასში სასწავლო პროექტი - „პატარა საქართველო ფერეიდანში“, განხორციელდა. მას კლასის დამრიგებელი - თამარ ღვინჯილია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ფერეიდნელ ქართველებზე ინფორმაცია მოიძიეს, მხატვრული და არამხატვრული ტექსტები ისწავლეს, უყურეს ფილმს - „ბაშიაჩუკი“, მოისმინეს ისტორიის მასწავლებლის - მინდია მაცაბერიძის ლექცია.

შემდეგ კი მოსწვლეებმა თემები დაამუშავეს და პრეზენტაცია გამართეს. გარდა ამისა, მათ ფერეიდნელ ქართველ ბავშვებს წერილები მისწერეს და საჩუქარად ქართული წიგნები გაუგზავნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203