
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ქართული-ხალხური სიმღერის გუნდი, რომლის წევრები სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მათ მორიგ წარმატებას მიაღწიეს.
22 ოქტომბერს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსის ლაურეატთა გალა-კონცერტი და დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსში სკოლის გუნდი მონაწილეობდა, რომელიც ვერცხლის მედლითა და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა.
საუკეთესო სოლისტის წოდება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნიჭიერეს მოსწავლეს - საბა მანაგაძეს მიენიჭა. გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე გახლავთ.
სკოლაში ამაყობენ გუნდის წარმატებით და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: