მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების როლზე ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა 
02-11-2023

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

შეხვედრაზე, მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რა როლი აქვს მედიაწიგნიერებას სასკოლო ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანი ცრუ და სწორი ინფორმაციის გაცხრილვა და ზოგადად, რამდენად აუცილებელია მედია საზოგადოებისთვის.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა ბევრი იმსჯელეს, ისაუბრეს და ახალი, აუცილებელი ინფორმაციაც მიიღეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203