
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გუნდმა ინტელექტუალური უნარები, ანალიტიკური აზროვნება და გუნდურობის პრინციპი წარმოაჩინა.
თამაშში, ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდის წევრებმა სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს.
სკოლაში გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს უსურვებენ რეგიონალურ და ფინალურ ტურებში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: