დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 
02-11-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანა სარქისიანთან ერთად, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და სკოლაში მათი გამოფენა მოაწყვეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი სიხარულითა და მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.

ბავშვების ნამუშევრებმა სკოლის დერეფანი გაალამაზა. მათი შემოქმედებით სასკოლო საზოგადოება აღტაცებული დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203