ახალქალაქის N5 სკოლის 1-ელ კლასში „ანბანის შებრძანება“ მრავალფეროვანი აქტივობებით  გაჯერებული გაკვეთილით აღნიშნა
02-11-2023

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პედაგოგმა პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია. მან ბავშვებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით, ხალისით ჩაერთნენ.

პირველკლასელები დიდი ინტერესითა და ხალისით აკვირდებოდნენ ასო-ბგერებს და თავადაც ცდილობდნენ მათ მოხაზვას.

სკოლაში, „ანბანის შებრძანების“ გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო პირველკლასელთათვის.

„პირველი ასო-ბგერის შესწავლის განცდა და  სიახლეებით მინიჭებული სიხარული მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ რადგან ცოდნის სამყაროს  გასაღები მოიპოვეს მათ დღეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203