
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში პირველკლასელებს ანბანის სწავლა პედაგოგმა დღესასწაულად უქცია.
მან ბავშვებს მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელთა მეშვეობითაც გააცნო მათ ანბანის პირველი ასო-ბგერა.
აქტივობებში ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
„ცოდნის ტაძრისაკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები“ დედაენა, მშობლიური ენა — ენა, რომელსაც მშობლებისაგან ითვისებს ბავშვი როგორც ურთიერთობისა და აზროვნების იარაღს, სამშობლო ქვეყნის ენა. იმ ხალხის, ერის ენა, რომელსაც ადამიანი მიეკუთვნება... „დედა ენა“ - უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია“, - ამბობენ სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ანბანის შებრძანება“ იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა I კლასის თითოეულ მოსწავლეზე.
საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მადლობას უხდიან პედაგოგებს, გიმნაზიელებს და წარმატებებს უსურვებენ მომავალში.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ცენტრში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: