ყვავილები, ყვავილები, მზე, სითბო და სიყვარული - მოულოდნელი ემოციებით გამთბარი გულები მატნის N2 საჯარო სკოლაში
02-11-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილ მათ წვლილსა და შრომას ძალიან აფასებენ. 

ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი დღე მასწავლებლებს სკოლის
დირექტორმა ლეილა ბათურაშვილმა მიულოცა. 

გარდა ამისა, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი სიყვარულით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს, მასწავლებლებს ყვავილები აჩუქეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი მასწავლებლებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე გაულამაზეს.

„ყვავილები, ყვავილები, მზე, სითბო და სიყვარული - მოულოდნელი ემოციებით გამთბარი გულები. გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, კოლეგებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203