„დედა ენა ქვეყნის საგანძურია“ - ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
02-11-2023

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „დედა ენა ქვეყნის საგანძურია“, ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ დღეს, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ.

„პრეზენტაციაზე მათ ისაუბრეს იაკობზე, როგორც ქველმოქმედსა და მეცენატზე, როგორც დიდ საზოგადო მოღვაწესა და კლასიკოსზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

პრეზენტაციაზე ასევე სკოლაში დოკუმენტური ფილმის - „იაკობ გოგებაშვილი“ ჩვენება მოეწყო.

მოსწავლეებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლის ეროვნული დღეც არ დაივიწყეს. მათ სკოლის მასწავლებლებს ვიდეოსლაიდით, დიდი სიყვარულით მიულოცეს ეს დღე. 

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203