
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში პედაგოგთა როლსა და შრომას აფასებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
სკოლის მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მელანო რეხვიაშვილია ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. მათ მასწავლებლებს დღე მისალოცი ბარათებით, თბილი სიტყვებითა და ბუშტებით გაულამაზეს.
ბავშვებმა მასწავლებლის პროფესიაზე ისაუბრეს, მათი ღვაწლი, შრომა აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს.
აქტივობებში მეექვსეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: