„აი იას შემობრძანება“- წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა 
02-11-2023
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლა I კლასში სიახლეა, პატარა მოსწავლეებმა ანბანის სამყაროში „შეაბიჯეს“. ამასთან დაკავშირებით კი ღია გავკეთილი - „აი იას შემობრძანება“ ჩატარდა. პედაგოგი ნანა მატუა ეცადა, რომ მოსწავლეებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ ზეიმად ექცია. 

აღსანიშნავია, რომ კლასში გარემოც სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, აქტივობები შეასრულეს და სწავლას უდიდესი მონდომებით შეუდგნენ.

„ჩემი პატარებისათვის ყველა დღე ლამაზია, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩემი ულამაზესი მოსწავლეები ეზიარნენ „დედა ენას“ და ოქროს ასოებით შემოხაზეს აი ია.
მჯერა, ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩემი ბეღურებისთვის“,- წერს პედაგოგი ნანა მატუა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203