„განძის პოვნა“- დაბა თამარისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, ნასწავლი მასალის შეჯამების მიზნით, საინტერესო აქტოვობა გამართეს 
02-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნათია მელაძის ხელმძღვანელობით, დიდი მოგზაურების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და შეისწავლეს. ისინი აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ. 

შემდეგ კი ნასწავლი მასალის შეჯამების მიზნით, თამაში - განძის პოვნა, ითამაშეს. მათ სკოლის ეზოში დამალული კითხვებისა და მინიშნებების მეშვეობით, დამალული განძი იპოვეს. მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს, იხალისეს და მოგონებები დააგროვეს.

„თამაშმა სასიამოვნო და სახალისო გარემოში ჩაიარა“,- აღნიშნავს დამრიგებელი ნათია მელაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203