ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
02-11-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს - მრავალფეროვანი წარმოდგენებით კი, პედაგოგებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს. 

ასევე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. 

მოსწავლეებმა, მისი ღვაწლზე და შემოქმედებაზეც ისაუბრეს.

მოსწავლეთა ყურადღებით ბედნიერი მასწავლებლები, მადლობას უხდიან ახალგაზრდებს, დაფასებისა და ასეთი მრავალფეროვანი ღონისძიებისთვის. 

„პედაგოგები მადლობას ვუხდით მოსწავლეებს გულთბილი მოლოცვისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203