გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე ემოციურად მიულოცეს 
02-11-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში სულ ორი მოსწავლეა, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს და აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. 

როგორც მათი დამრიგებელი - მარინა ბურდული გვიყვება, ორივე ძალიან საყვარელი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა.

მოსწავლეებს, მასწავლებლის ეროვნული დღეც არ დავიწყებიათ და განსაკუთრებულად მიულოცეს თავიანთ აღმზრდელებს. ბავშვებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს მასწავლებლებს და აღნიშნეს, რომ მასწავლებლად ყოფნა დაუღალავ შრომას და დაუშრეტელ ენერგიას მოითხოვს.

ამ დღის გასალამაზებლად, ბავშვებმა, მასწავლებლებს დაუმზადეს და გადასცეს ლამაზად გაფორმებული მისალოცი ბარათები. ისინი დიდი მონდომებით მუშაობდნენ ბარათების შექმნისა და გაფორმების პროცესში. მათ მოიძიეს ცნობილი გამონათქვამები მასწავლებლებზე და თან დაურთეს მისალოც ტექსტს. 

როგორც დამრიგებელი აღნიშნავს, მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, თავიანთი წარმატებით პედაგოგები აამაყონ და იყვნენ მეტად აქტიურები. 

მეხუთეკლასელებმა ზუსტად იციან, რომ მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტესტირებებსა და სასკოლო ოლიმპიადებში ასახელებს და წარმოაჩენს, როგორც მათ, ასევე მათ მასწავლებლებსაც. სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი ასეთ პროექტებში. მათ სურთ, რომ მასწავლებლებმა ყოველთვის იამაყონ თავიანთი აღსაზრდელებით“, - გვიყვება პედაგოგი მარინა ბურდული. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203