ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის II კლასში იაკობ გოგებაშვილის იუბილე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს 
02-11-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე დარჩენილა. II კლასში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს, სიტყვა წარმოთქვეს და ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა, მწერლის მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ამავდროულად, მასწავლებლის ეროვნული დღეც აღინიშნა. მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პატივისცემა დაუდასტურეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

აქტივობებს მასწავლებელი დალი პერტაია-გოგია უძღვებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203