„მესხური მემკვიდრეობა“- ახალციხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
ახალციხის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ინგა ნასყიდაშვილისა და ისტორიის მასწავლებლის - მაია წითლანაძის ხელმძღვანელობით, გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ახალციხის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა. მისი თემა „მესხური მემკვიდრეობა“ იყო.
მოსწავლეებმა სამუზეუმო სივრცე და იქ დაცული ექსპონატები დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ მასწავლებლები „მესხური მემკვიდერობის“ შესახებ ვრცლად ესაუბრნენ.
„ძალიან საინტერესო და სახალისო დღე იყო სკოლის მოსწავლეებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: