ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში „ჰელოუინი“თემატური აქტივობებით აღნიშნეს
02-11-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს; მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღების გარდა, სხვადასხვა ქევყნის კულტურებსაც სწავლობენ და თემატურ ღონისძიებებშიც მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი ორიგანიზატორები ინგლისური ენის პედაგოგები - მარიანა ართმელაძე და მიხეილ მუკუტაძე იყვნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, „ჰელოუინის“ დღესასწაულში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შემდეგი საინტერესეო და სახალისო აქტივობები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად განახორციელეს:
თასში ჩასხმულ წყალში ჩაყრილი ვაშლების შეჯიბრი;
ჯგუფური შეჯიბრი- კალათებში ვაშლების ჩაწყობა;
სახეების მოხატვა „ჰელოუინის“ სიმბოლოებით;
ვიდეოს ჩვენება პროექტორით და მოკლე პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავალეებმა მოკლე პრეზენტაცია ორ - ინგლისურ და ქართულ ენებზე გამართეს.
„ღონისძიება ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. აქტივობები შეჯიბრის პრინციპით ტარდებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ის მოსწავლეებში ჯგუფური, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს, ემოციები ძალზედ დიდი იყო. აქ მიღებული შთაბეჭდილებები, ალბათ, დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებს. ისინი უფრო მოტივირებულები იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- ამბობენს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203