„ა ასოს შემობრძანება“ - პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პირველ კლასში მასწავლებელმა ლუდს არესტაკიანმა ღია გაკვეთილი - „ა ასოს შემობრძანება“ ჩაატარა. მოსწავლეებმა „ანბანის სამყაროში“ შეაბიჯეს, პედაგოგი ეცადა, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექცია. ამ მიზნით კი, თემატური აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეები პირველ ასო-ბგერას გაეცნენ, წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილს სკოლის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.