„მასწავლებელი - შუქი სულისა“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველ კლასში მასწავლებლის ეროვნული დღე იზეიმეს
02-11-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ და სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც მასწავლებლის ეროვნული დღე დარჩენილა. ამასათან დაკავშირებით, Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით, ზეიმი გამართეს.
„მასწავლებელი - შუქი სულისა“- ეს ფრაზა გასდევდა ღონისძიებას, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთო.
როგორც სკოლაში ამბობენ, პირველკლასელებმა პროფესიული დღე ყველა მასწავლებელს მიულოცეს და ჯანმრთელობა, უშრეტი ენერგია, უთვალავი მადლიერი და წარმატებული მოსწავლე უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203