ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშნდებიან და არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის ფარგლებში გამართულ გეზრბენის შეჯიბრში ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ღირსეულად იასპარეზეს და სკოლა ასახელეს. მათ პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 წლის გათამაშება - „გეზრბენი“ გოგონებმა და ვა
ჟებმა პირველი ადგილი დაიკავეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: