ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საკუთარი ნამუშევრები ინკლუზიურ კათედრას აჩუქეს 
02-11-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, ინკლუზიურ განათლებასა და კლასში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, V კლასის მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, მასწავლებელის - ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით, პროგრამა Microsoft PowerPoint-ისა და საძიებო სისტემა Bing.com-ის გამოყენებით, სსსმ მოსწავლეებისათვის სხვადასხვა რესურსები დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოაწყვეს პრეზენტაცია და ნამუშევრები ბეჭდვური სახით საჩუქრად გადასცეს ამავე სკოლის ინკლუზიურ კათედრას. 

ინკლუზიური კათედრის სპეცმასწავლებელმა - მაგდა რაზმაძემ, დადებითად შეაფასა მოსწავლეების მიერ დამზადებული საინტერესო რესურსები.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - ირინე მილორავა გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203