ინტელექტუალური შერკინება - ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივა
02-11-2023
ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.
თამაშში - „წიგნების თარო“, ბავშვები დიდი შემართებით ჩაერთნენ, და ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეერკინენ, ბოლოს კი ღირსეული გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა.
სკოლაში, მადლობას უხდიან შეჯიბრში ჩართულ ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებს, მოწვეულ სტუმარსა და დირექტორს.
„უდიდესი მადლობა ყველაზე ჭკვიან, საყვარელ, არაჩვეულებრივ ორგანიზატორებს, ჩვენს დირექციას, ქალბატონ ლიკას და თამაშში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს! ასევე, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოწვეულ პედაგოგს, ქალბატონ მარიამ კინწურაშვილს, სამახსოვრო საჩუქრებისთვის!
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ! ბევრი ასეთი აქტიური და საინტერესო დღე ჩვენს სკოლას! უდიდესი მადლობა, ბავშვებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს