„მოგზაურობა წელიწადის თვეებში“ - მრავალფეროვანი პროექტი ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში 
02-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, საინტერესო პროექტს - „მოგზაურობა წელიწადის თვეებში“, ახორციელებენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში „იმოგზაუროს“ ოქტომბრის ღვინობის თვეში.

პროექტის მონაწილეებმა, თანატოლებს, უფროსკლასელოებს, მასწავლებლებს, დაინტერესებულ პირებს ღვინობისთვის სახელწოდების ისტორია გააცნეს. ისაუბრეს ვაზის კულტურაზე, თუ როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან, ასევე ვაზის უნიკალურ ჯიშებზე მოიყვანეს ციტატები, რომელშიც გამოიხატება, ქართველი ხალხის ვაზისა და ღვინისადმი სიყვარული. 

აღსანიშნავია, რომ მსმენელებმა თავიანთი შთაბეჭდილებები „ხეზე“ დატოვეს.

როგორც სკოლაში აანონსებენ, პროექტი გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 

„ვიმოგზაურებთ წელიწადის ყველა დროში“, - ამ შემართებით, აქტიური მუშაობა გრძელედება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203