„მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ - ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს
02-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით, „მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს მასწავლებლის პროფესიაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

„მასწავლებელი მშობელი, მასწავლებელი მზრუნველი, მოამაგე, სათნო, კეთილი და ღვთისნიერი- ეს სიტყვები დაიღვარა დარბაზში მოსწავლეთა მხრიდან მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რამაც კიდევ  უფრო გაათბო ძენწმანის სკოლის მასწავლებელთა გულები და აღაფრთოვანა მაყურებელი “, - გვიყვებიან სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203