სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში იაკობ გოგებაშვილის იუბილეს თემატური ღონისძიება მიეძღვნა
02-11-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა, როგორც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის (მ. მიშველია) ხელმძღვანელობით, თემატური ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა დიდი მწერლის შესახებ ისაუბრეს, მის შემოქმედებაზე წიგნები დაამზადეს და ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203