გურიფულის საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს თემატური აქტივობა მიეძღვნა
02-11-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც.
ამჯერად, აქტივობა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებლის - მზია სალაყაიას ხელმძღვანელობით, მე-7, მე- 8 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილი - „შავი ზღვის პრობლემის მოგვარება, ჩვენი საერთო საზრუნავია“, ჩაატარეს.
მოსწავლეებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და თემატური პლაკატი მოამზადეს. მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.