დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტი - „შემოდგომის ზღაპარი“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. სკოლის ეზო შესაბამისად იყო გაფორმებული, მრავლად ნახავდით შემოდგომის ნობათს. მოსწვალეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ოქროსფერი სეზონის შესახებ ისაუბრეს.
მათ დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და იხალისეს.
„ეს იყო ფერთა გამის, ტკბილი ჰანგების, შემოქმედებითობის, ორიგინალურობის, კრეატივის, უამრავი ღიმილის, სითბოსა და სიყვარულის დემონსტრირება“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203