დიდი სმადის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა 
01-11-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მასში III-XI კლასის მოსწავლეები დიდი მომდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

ესენი არიან: პირველი საფეხურზე - „ჭკვიანები";მეორე საფეხურზე - „ლიდერები“ და „ერთუჯრედიანები“, ხოლო მესამე საფეხურზე - „ზომბები“. 

„პროცესი გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიურობით და ჩართულობით. საკითხები იყო საინტერესო და სახალისო, რაც მოიცავდა მოსწავლის ზოგად ცოდნას. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ აქტიურად ჩაერთვებიან ამგვარ ღონისძიებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203