ბენარის საჯარო სკოლაში შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-11-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების  ბრძოლა“ გაიმართა. შიდასასკოლო ჩემპიონატის I ტურში III-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, თითოეულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და თამაში საინტერესოდ წარიმართა. 

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც რეგიონულ დონეზე გამართულ თამაშში ჩაერთვებიან. 

ღონისძიების ორგანიზებაში სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობდნენ. მას პედაგოგი ლია გიგოლაშვილი უძღვებოდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203