მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-4 კლასში შემოდგომის დღესასწაული აღინიშნა. მოსწავლეებმა წელიწადის ამ სეზონის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაც შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სივრცე შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო მორთული, რაც მოსწავლეთა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
„მზიანი შემოდგომის დღეა მე-4 კლასში. მოსწავლეთა ჟრიამული ისმის საკლასო ოთახში. მშვიდობიან შემოდგომას, კარგ განწყობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: