„მასწავლებელი შუქი სულისა“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა
01-11-2023
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
ქართულის კათედრისა და მისი ხელმძღვანელის მედეა მოდებაძის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მასწავლებელი შუქი სულისა“. მის მიმდინარეობაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლის დირექტორმა გიორგი ბენიძემ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ჯილდოები გადასცა. მანვე, პროფესიული დღე თითოეულ მასწავლებელს დიდი პატივისცემით მიულოცა.
მოსწავლეებმა კი საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
„ბედნიერებაა დალოცო, შეაქო და ტაშით დააჯილდოვო ყველა მასწავლებელი, ვისაც შენივე ქვეყნის მომავალი აბარია. იყო მილოცვები, გახსენება და სიუპრიზები. მასწავლებელი შუქიც არის და სულის მკურნალიც. მოსწავლე ის ჩირაღდანია, რომლის ანთება მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია. საჯაროდ მადლობა სკოლის დირექციას, მოწვეულ სტუმრებსა და მშობლებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203