მაღლაკის N1 საჯარო სკოლა ვაჟთა ფრენბურთის გუნდმა კიდევ ერთხელ ასახელა
01-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლას აქტიური, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწვალეები ჰყავს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა მოსწავლე ვაჟთა ფრენბურთის გუნდმა კიდევ ერთხელ ასახელა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, შეჯიბრი ფრენბურთში ჩატარდა. მასში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მწვრთნელების - გივი გუდაძისა და იოსებ ფხაკაძის ხელმძღვანელობით ჩაერთო. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
მეორე ადგილზე ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა გავიდა.
გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას რეგიონალურ თამაშებში განაგრძობს.
„გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო. ვამაყობ თქვენით და მეიმედებით. წარმატებას გისურვებთ რეგიონალურ თამაშებში“,- მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203