„იფიქრე სწრაფად და სწორად“- წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-3 კლასში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, ვიქტორინა გაიმართა 
01-11-2023
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტოვობა იმართება.

ამჯერად, საბუნებისმეტყველო კათედრამ 1 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მათემატიკის კვირეული გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, პედაგოგებმა სხვადასხვა სახის ინოვაციური აქტივობა დაგეგმეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, კვირეული საინტერესო და სახალისო პროექტით დაიწყო. კერძოდ, მე-3 კლასში მათემატიკური ვიქტორინა - „იფიქრე სწრაფად და სწორად“,  ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვეული - ანასტასია გვაგვალია, რომელმაც პრიზი დაიმსახურა. 

„მოსწავლეების მოტივაცია იყო მაღალი.  თითოეული ცდილობდა  ჯადოსნური ყუთის გასაღების პოვნას, სადაც გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203