ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ბერიძე და ნინი ცინცაძე ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ
01-11-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.

კონკურსის პირველ ეტაპში IX კლასის მოსწავლეები გიორგი ბერიძე და ნინი ცინცაძე მონაწილეობდნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, კითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203