სამების საჯარო სკოლის მე-3 კლასში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს
01-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც მასწავლებლის ეროვნული დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-3 კლასში აქტივობა გაიმართა. მას პედაგოგი სოფიკო ნიქაცაძე უძღვებოდა.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, მე-3 კლასის მოსწავლე ილია სტრუკოვმა სხვადასხვა სასკოლო საკითხის ცოდნა გამოავლინა, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და დრო ნაყოფიერად გაატარა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.