აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა გეზრბენში მუნიციალურ პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა 
01-11-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მასწავლებლები არამხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამიტომაც, მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სკოლის ვაჟთა გუნდი გეზრბენში გამართულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობაში მონაწილეობდა. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ღირსეულად იასპარეზეს და საპრიზო III ადგილი მოიპოვეს.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203