ბათუმის N13 საჯარო სკოლაში 3 სადღესაწაულო თარიღი საზეიმოდ აღინიშნა 
01-11-2023
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, 27 ოქტომბერს, ღონისძიებით 3 სადღესაწაულო თარიღი აღნიშნეს.

 „27 ოქტომბერი - ღვთივკურთხეული დღეა!“ , - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი დაიბადა, ამავე დღეს ქართული საბავშვო წიგნის დღეც აღინიშნება და წელს, პირველად, ასევე მასწავლებლის ეროვნული დღეა.

ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები, მოთხრობები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებაზე გაჟღერდა ნოდარ დუმბაძის სიტყვები : „ხალხი ამბობს: უწიგნო სახლი და უფანჯრებო ერთია, ორივეში ბნელაო. ფანჯრად იქცა „დედა ენა“ ყველა ქართველის სახლში“.

მოსწავლეებმა ასევე ამ დღეს პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

სკოლაში ღონისძიების მონაწილე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203