„კეთილი და ბოროტი უცხოპლანეტელები“ - დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოთხრობა შექმნეს 
01-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის-არმინე ზმოიანის ორგანიზებით, შეასრულეს კომპლექსური დავალება, რომლის შედეგადაც შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი-სათავგადასავლო მოთხრობა. მას დაარქვეს „კეთილი და ბოროტი უცხოპლანეტელები“.

ბავშვების მოთხრობას უცვლელად გთავაზობთ:

უცხოპლანეტელების მისია, გარდა მზიური სისტემისა, არის სხვა ადამიანებისთვის უცნობი პლანეტების შეერთება. ასეთი სისტემიდან ერთ-ერთი ეკუთვნის უცხოპლანეტელებს. ამ პლანეტაზე ყველას აქვს თავისი მიზანი, კანონი და სპეციფიკური მუშაობა. იქ მცხოვრებ უცხოპლანეტელებს აქვთ ზებუნებრივი ძალა. მათ შეუძლიათ მართონ ცეცხლი,სინათლე, წყალი და შეუძლიათ ფიზიკური სხეულებიც კი ამოძრაონ. გრძნობენ სამყაროს, რომელიც მათი მთავარი ძალაა. ისინი მთლიანად მართავენ კოსმოსს, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და სხვა არსებებს. მათი მიზნები მხოლოდ კეთილი საქმიანობაა, რომელიც ყოველთვის იცავს დედამიწას და ზრუნავს იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე.

ის კოსმოსის კეთილი ნაწილია. მაგრამ კოსმოსს მართავს ორი ძალა: კეთილები - უცხოპლანეტელებია, ხოლო ბოროტები - მუტანტები. ბოროტები, სიბნელისა და მაგიის მმართველები.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203