კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო 
01-11-2023

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის უმცროსკლასელები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას ეზიარნენ, საინფორმაციო შეხვედრას კი - „დედა ენამ რა ჰქმნა“ - უწოდეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება კორბოულის იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოთეკამ და კორბოულის ქალთა საბჭომ ერთობლივად ჩაატარეს.

ღონისძიებაზე, მომხსენებლებმა, უმცროსკლასელებთან დიდი საზოგადო მოღვაწის როლსა და ღვაწლზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ქვეყნის განათლების დარგის განვითარებაში, ძველი და თანამედროვე სისტემები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკურ შეხედულებების მნიშვნელობასა და მის როლს, მოზარდ თაობების მოლარულ ესთეთიკურ და ინტერაქტიულ აღზრდაში. 

სკოლაში, ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203