არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ველი მამედოვი და ლიზი ბენაშვილი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გახდნენ
01-11-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. სწორედ ასეთი მოსწავლეები არიან ველი მამედოვი და ლიზი ბენაშვილი. ისინი დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ. 

მათ თავი ღირსეულად წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის წევრები გახდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203