ცოდნისა და ინტელექტის ჭიდილი - გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-11-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში მოეწყო, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და საზრიანობაში შეეჯიბრნენ. 

თამაში - „ტვინების ბრძოლა“, სპორტის პედაგოგის - მერაბ თოფურიას ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

თამაშში მონაწილეობდნენ III, IV და V კლასის მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამივე კლასმა საინტერესო თამაში აჩვენა.

დიდი შერკინების ბოლოს კი, გამარჯვებული გამოვლინდა, ტიტული დამსახურებულად V კლასის მოსწავლეებს ერგოთ.

გამარჯვებული მოსწავლეები, საზეიმოდ, დიპლომით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203