მარტყოფის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - სალომე ყველაშვილს მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება მიეძღვნა
01-11-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

სასკოლო საზოგადოებამ ეს დღე ღონისძიებით აღნიშნა და ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოებისთვის საყვარელ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, სალომე ყველაშვილს ეძღვნებოდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლის ყოფილი დამსახურებული პედაგოგები, რომლებსაც დირექციის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

„ამასთან, გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი ახლა უკვე სალომე ყველაშვილის სახელობისაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების ორგანიზებაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203