განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთნენ 
01-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან; სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება.

ამჯერად, შემოდგომის მშვენიერ ამინდში სკოლის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე სკოლის ეზოში გადაინაცვლეს. გაკვეთილის თემატიკა გარემოსდაცვით აქტივობებს ეხებოდა.

ბავშვებმა სკოლის ეზო დიდი მონდომებით დაასუფთავეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203