ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთნენ  
01-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ. 

სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, გაიმართა. 

თამაში, 30 ოქტომბერს გაიმართა და მასში, დიდი ინტერესით, სამივე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული საფეხურის მოსწავლეებს შესაბამისი დონის კითხვები ჰქონდათ, რომლებიც ლოგიკურ და სწრაფ აზროვნებას მოითხოვდა.

მოსწავლეები ხალისით „ებრძოდნენ“ ერთმანეთს. თითოეული ჯგუფის ყველა წევრი ჩართული იყო მიმდინარე პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 6 გუნდიდან გამოიკვეთა 3 გამარჯვებული, რომლებსაც დიპლომები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203