„შემოდგომა იმერეთში“ - შემოქმედებითი კონკურსი ზედა გორას საჯარო სკოლაში 
01-11-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში, საგან - სახვით ხელოვნებაში შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა. 

კონკურსის თემა - „შემოდგომა იმერეთში“, გახლდათ. ხოლო, პირობა - მოსწავლეებს აუცილებლად შერეული ტექნიკით უნდა ემუშავათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოწვევა ხალისით მიიღეს და კონკურსში სიამოვნებით ჩაერთნენ. 

სკოლის „პატარა მხატვრებმა“, შექმნეს, კიდეც თავიანთი ფანტაზიით ულამაზესი ნამუშევრები, ყველა პირობის დაცვით - ფერადი ქაღალდებით, ფოთლებით, ბისერებით, საღებავებითა და ფლომასტერებით. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს, საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინეს და მათი ავტორები სიმბოლურად დააჯილდოვეს.  

აღსნიშნავია, რომ კონკურსის ხელმძღვანელი, პედაგოგი - მ.ვაშაყმაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203