განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა 
01-11-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სასწავლო-შემეცნებით შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მიზნად ლიდერი სკოლების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სკოლამ, პარტნიორი და არაპარტნიორი სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს უმასპინძლა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლიდერმა სკოლებმა, გამოცდილება გაუზიარეს სკოლების თვითმმართველობებსა და სამოქალაქო კლუბის წევრებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას და ურთიერთანამშრომლობას

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203