ითხვისის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
01-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგის, „დედაენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, სახალისო ნომრები წარადგინეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა ასევე პედაგოგების შრომა აღნიშნეს და მათ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203